გია ჟორჟოლიანი: “რუსთავი 2”-ს დახურვის საფრთხე არ ემუქრება

 

“რუსთავი 2”-ის დახურვას არავინ აპირებს, უბრალოდ, “რუსთავი 2”-მა უნდა შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი, უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებას.
ამ უკანასკნელმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ხვალ დაიხურება. ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ ტელეკომპანიას დახურვის საფრთხე არ ემუქრება.
“არ ვიცი, ეს რის დაფუძველზე განაცხადა. ის, რომ “რუსთავი 2” იქნება თუ არ იქნება, არის იმ ხალხის გადასაწყვეტი, ვინც არხის მფლობელია, არხის თანამშრომელია და ა.შ.
მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის მიმართ. მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს. პირიქით, მე მგონია, რომ “რუსთავი 2″-მა სამაუწყებლო-სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს” , – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები