დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ Doing Business-ის ანგარიშს გამოეხმაურა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნდა “ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგი, რომელშიც საქართველოს პოზიცია 189 ქვეყანას შორის შარშანდელ წელთან შედარებით, იგივე ადგილზეა დარჩენილი, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ Doing Business-ის ანგარიშს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა ახალი კატეგორიების მიხედვით დათვალა რეიტინგები.

“მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკმა შემოიტანა ახალი კატეგორიები და რეიტინგის დათვლა ამ კატეგორიების მიხედვით მოხდა. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში რეფორმები გატარდა, თუმცა 2 და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა. საქართველო არის ამ 18 ქვეყანაში. 2 რეფორმა, რომელიც ქვეყანაში იყო განხორციელებული, იქნა აღიარებული, ეს არის – მშენებლობის ნებართვის მიმართულებით, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის კვლავ დაჩქარება და ასევე სასამართლოში პროცესზე საბუთების ელექტრონულად ატვირთვისა და წარმოების შესაძლებლობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ჩვენ ვართ მე-4 ადგილზე, ხოლო გაუმჯობესებული კრიტერიუმები გვაქვს 5 პოზიციაში.

რეფორმები მნიშვნელოვანია, ეს რეფორმები ყოველწლიურად უნდა გატარდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წელს გატარებული და დაგეგმილი რეფორმები “ბიზნესის მარტივად კეთების” ჩვენს რეტინგებზე დადებითად აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ გარდა რაოდენობრივისა, მსოფლიო ბანკმა დაამატა ხარისხობრივი მაჩვენებელი. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ნაწილში მათ დაამატეს მაჩვენებელი, რომელსაც ჰქვია მშენებლობის ხარისხის კონტროლი და, რომელიც მოგეხსენებათ, რომ აქამდე რეიტინგებში არ იყო და მოხდა შესაბამისი გადათვლა. ასევე იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ უძრავი ქონების ნაწილზე, დაემატა ქვეყნის კადასტრით დაფარვა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ესეც არის ხარიხსხობრივი მაჩვენებელი, თუმცა მინდა აღვნიშნო, ორივე მიმართულებით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო განხილვები მიმდინარეობდა და რომელშიც მშენებლობის ხარისხის კონტროლი და კიდევ მრავალი მიმართულებაა გათვალისწინებული.

“ჯერ კიდევ 2013 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია და ეს იყო საპილოტე პროგრამა. 2015 წლის დასაწყისიდან ჩვენ პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაცია დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენ 131 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 41 მილიონი არასასოფლო-სამეურნეო მიწა გვაქვს აღწერილი. რა თქმა უნდა, ეს მიწა სრულად არ ეკუთვნის სახელმწიფოს და ამ მიწაში არის მიწა, რომელიც ჩვენს მოსახელობას ეკუთვნის და მათ უნდა დაარეგისტრირონ. მე მოვუწოდებ ჩვენ მოსახელობას, რომ ყველა ერთად დავდგეთ ამ რეფორმის გვერდით და ყველამ ერთად მოვინდომოთ და დავარეგისტრიროთ ის საკუთრება, რომელიც ჩვენია. ეს პრინციპულად მნიშვნელოვნია, თუმცა ჩვენ როგორც სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ. დღეს 32 მობილური ჯგუფი მუშაობს საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები