სემეკის ახალი წევრი გიორგი ფანგანი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ახალი წევრი ჰყავს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გიორგი ფანგანი კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა 78 ხმით დამტკიცდა.
გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005 წლიდან გიორგი ფანგანს ეკავა სხვადასხვა პოზიციები, ხოლო 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს. გიორგი ფანგანი მონაწილეობდა სხვადასხვა ნორმატიული აქტის შექმნაში. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები