დავით ნარმანია: გარკვეულ კომპანიებს სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას

გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა და გატარდეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზომები.
“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა ქუჩის, მოედნის, სკვერის თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებს აქვთ ნებართვები, თუმცა ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებთ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოგვაწოდოს წინადადებები და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხიმგებლობასთან დაკავშირებული ზომები”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები