თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით კი ტენდერი უკვე დასრულებულია. როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოჭრილი ხეები ახალი ნერგებით მიმდინარე შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე ჩანაცვლდება.
„მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები