27 ოქტომბერი
09:00
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციების, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის დარგში არსებული პრობლემების, დაავადებების პრევენციისა და მკურალობის, პროდუქტიულობის შემცირების გამომწვევი მიზეზების შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრება. მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“. საკონტაქტო პირი – მაკა სხვიტარიძე 595 90 20 03
10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედებისთვის ასოციაცია ,,დეას“ ორაგნიზებით, კონფერენცია თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში” ჩატარდება. მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიას” საკონფერენციო დარბაზი (#6)
10:30
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სეზონური, ვირუსული ინფექციები – რა მდგომარეობაა და როდის უნდა ველოდოთ დაავადების პიკს; რეკომენდაციები სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ზოგადად, მოსახლეობას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე “რუსთავი 2”-ის ეთერში ქიბარ ხალვაშის საქმის განხილვას შეაფასებს; იცავს თუ არა ხელისუფლება აზრის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
არჩილ გამზარდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; ყოფილი პრემიერის განცხადებები; ნიკა გვარამიას ჩანაწერი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
E1
12:00
“პირველ პრესკლუბში” დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CDSS) ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე გამართავს პრესკონფერენციას თემებზე: გაზპრომთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი; რუსთავი 2-ის პროცესი და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცესკოსა და სწავლების ცენტრის საქმიანობის შუალედურ ანგარიშს წარადგენს. მის: „სასტუმრო რუმსი“, მ. კოსტავას #14
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი ამერიკის ისტორიის დოკუმენტების კრებულის „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პრეზენტაციას გამართავს.
15:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
19:00
ალ. გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში მოეწყობა საზეიმო საღამო, რომელიც საქართველოში რუსული თეატრის 170 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.