გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა.
საგარეო სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საელჩოს როლი გერმანულ საზოგადოებაში საქართველოს პოპულარიცაციის საქმეში და ორ ერს შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები