თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის კრიზისზე და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო პანელი უკრაინის კრიზისის განხილვასა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესიის „უკრაინის კრიზისი – გამოწვევა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის: საფრთხე თუ „დომინოს ეფექტი“ გამომსვლელები იყვნენ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე ოლექსანდრ ლიტვინენკო, მოლდოვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე აურელ ფონდოსი, სლოვენიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რომან იაკიცი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ანდრეას პეშკემ, არნოლდ ზალცმანის ომისა და მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის დირექტორი რობერტ ონდრეიცსაკი. პანელს გამოცემის „Janes Defence Weekly“ წარმომადგენელი ბრუკს ტიგნერი ხელმძღვანელობდა.
გამომსვლელებმა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთის მხრიდან „დომინოს ეფექტის“ გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას პასუხი შეიძლება კონსოლიდირებული ქმედებებითა და ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებით გაეცეს; თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ პრობლემის გადაჭრა რუსეთის პოლიტიკის კარდინალური ცვლილების გარეშე შეუძლებელია.
„განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და ფართო დისკუსია გავმართეთ რუსეთის როლზე ამ და რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებში. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ დასავლელი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინას რუსეთის ძალაუფლების განმტკიცების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ ევროპის ქვეყნების ყოფილი მინისტრებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით. ვფიქრობ, ანტირუსული რიტორიკის ნაცვლად უმჯობესია გავაანალიზოთ, რა ხდება და ვაღიაროთ რუსეთის აგრესიული ქმედებები და სურვილები საქართველოს, უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ,“ – აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები