თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველი შესაძლოა, ავსტრიული კომპანია გახდეს

თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში სწორედ მან წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტენდერში განაცხადი წარდგენილი სამ კომპანიას ჰქონდა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ტენდერში წინადადებების მიღების პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, დასრულებულია.
„ტენდერი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით გამოცხადდა, სწორედ მან შექმნა სატენდერო პირობები და სრული მონიტორინგი განახორციელა. ტენდერში ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, ჯამში კი სრული დოკუმენტაცია ვადებში ავსტრიულმა კომპანიამ წარმოადგინა და ახლა განიხილება ამ კომპანიის წინადადება. ამის შემდგომ გამოცხადდება ვადები და ის, თუ რა იქნება მეორე ეტაპი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ და ასევე სრული დოკუმენტაცია მისი ვალდებულებების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის,“– განაცხადა ,,საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე იქნება პასუხისმგებელი. იგეგმება საავადმყოფოების აღდგენა, რეაბილიტაცია და კადრების გადამზადება. ასევე ახალი სამედიცინო სექტორის აღჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები