ბიძინა ივანიშვილი: არ არის სასურველი, რომ ასეთი კადრები საჯაროდ, ხელმისაწვდომი ხდებოდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ კადრებს ეხმაურება.
როგორც ქვეყნის ექსპრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასურველი არაა, რომ ასეთი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდებოდეს.
მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ ამას მოზარდები უყურებენ.
„არ არის სასურველი, რომ ასეთი კადრები საჯაროდ, ხელმისაწვდომი ხდებოდეს და ძალიან ცუდია, რომ ამას უყურებენ ხშირად მოზარდები და ყველაზე ცუდი მაინც ის, არის, რომ ვინ მოახერხა და ვინ გააკეთა ეს. თუ ამის ორგანიზებასა და ამის გააქტიურებაში საჯარო პიროვნებები ღებულობდნენ მონაწილეობას ჩემი აზრით, მაქსიმალური მოთხოვნა უნდა იყოს მათ მიმართ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები