გელა დუმბაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ქენან ოსმან ილდირიმს, მის მოადგილეს ბერქ ალფერ ვარიჯს და ორგანიზაციის წევრს, ბიზნესმენ ერგუნ ათაბაის (გურამ ქოქოლაძე) შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აპარატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე, იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეკონომიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადეს შეხვედრისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები