ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, კითხვები ალექსი ახვლედიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას შეეხებოდა.
„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო, ბუნებრივია ვემორჩილები ამ მოთხოვნას, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაზეც თანხმობა მივიღე არის ის, რომ დამატებითი კითხვები იყო, გამომდინარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან,“ – განაცადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები