ნიკა გვარამია: დავით დვალს არავითარი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია

დავით დვალს არავითარი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია და მისი საუბრები “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არის მისი ფანტაზიის ნაყოფი , – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
“დვალს არავითარი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია, მისი საუბრები “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არის მისი ფანტაზიის ნაყოფი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის ერთ – ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ქიბარ ხალვაშს, თუმცა ამ ეტაპზე სამართლებრივ პროცედურებში შეგნებულად არ ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები