ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში მივიდა.
მან პროკურატურის შენობასთან კომენტარი გააკეთა. „ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ დამიბარეს. მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ. ჩემთვის რაც ცნობილი იყო და როგორც მოხდა ეს ყველაფერი, მოვყევი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ და რის – არა, ეს მისი საქმეა, მე ამაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევი. ერთადერთი ვიცი დანამდვილებით, მოვა დრო და ალექსი ახვლედიანი მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და კიდევ უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია“, – განაცხადა გვარამიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოიტყუა თუ არა ალექსი ახვლედიანმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ თავად არ იტყუება. კითხვაზე, შეხვდა თუ არა მას ალექსი ახვლედიანი, გვარამია აცხადებს, რომ შეხვედრა არ შემდგარა და ალექსი ახვლედიანი მას არ დაკავშირებია. ნიკა გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი – 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისგან ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მესიჯი მიიღო, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს.
ნიკა გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი – 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისგან ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მესიჯი მიიღო, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს. ნიკა გვარამია მისი განცხადების საფუძველზე პროკურატურამ 21 ოქტომბერს მოწმის სახით დაჰკითხა.
ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანიც. გვარამიას და ახვლედიანის დაკითხვების შესახებ პროკურატურამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, ამიტომ მოწმის სახით ნიკა გვარამიას დამატებით დაჰკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები