ოთარ დანელია: ეს გახლავთ ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში ბრიფინგზე გამართა, სადაც 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა. მინისტრის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, 143 167 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
“პრაქტიკულად ეს გახლავთ ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი. მომავალ წელს, ალბათ, კიდევ უფრო გაზრდილი ციფრი გვექნება, რადგან დარგი ტენდენციურად მზარდია”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი ჩააბარა 18 000-ზე მეტმა მევენახემ. კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141 000 ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, აქ გადამუშავდა 1 500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის 1 325 ტონა – ალექსანდროული და მუჯურეთული. სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლოების შემოსავლებმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ რაჭაში ერთ კილოგრამ ყურძენზე დაფიქსირდა ფასი 5 ლარი, რაც, მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რადგან მაღალმთიან რეგიონს სტიმული და მოტივაცია ესაჭიროება.
ოთარ დანელიამ რთველის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდს, ასევე შს სამინისტროს, სხვადასხვა უწყებას და ადგილობრივ ხელისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები