“ამაზონზე” მაისური იყიდება, რომელზეც საქართველოს რუკა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეა

ჩინური წარმოების Kaixuan-ის ფირმის მაისურზე საქართველოს რუკა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი. ეს მაისური ინტერნეტმაღაზია „ამაზონში“ იყიდება და მისი ფასი 22 აშშ დოლარს შეადგენს.
ვებგვერდზე მომხმარებლების აღშფოთებული კომენტარებიც არის, რომელთა უმეტესობა წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო რუკის ასეთი თვითნებური გადაკეთება და დამახინჯება ყოვლად მიუღებელია. მომხმარებლები სთხოვენ „ამაზონს“, რომ ამ მაისურის გაყიდვის განცხადება საიტიდან წაშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები