ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილს მუქარაში ადანაშაულებს – როგორ დათმო ბიზნესმენმა “რუსთავი 2”

2006 წლის 16 ნოემბერს, მაშინდელმა პრეზიდენტმა დამიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხალვაშმა აღნიშნა, პრეზიდენტმა მისგან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დათმობა მოითხოვა, მისი და მისი ოჯახის კეთილდღეობის სანაცვლოდ. “2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე, შევედი პრეზიდენტთან სალაპარაკოდ და მაშინდელმა პრეზიდენტმა დამიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა და არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს, მოვიდა დიმა ქიტოშვილი თავის მეგობართან ერთად და გადაიფორმეს “რუსთავი 2”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები