პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიმიღო, სამართლებრივი მხარე ავუხსენი, ვთხოვეთ, რომ სასამართლოსთვის მონიტორინგი გაეწია.
რადგან სასამართლო “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის, არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინონ. ამიტომ პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დასწრებოდა სასამართლო პროცესს. მან დახმარება აღგვითქვა, ყველაფერი გაითვალისწინა.
ჩვენ სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი ავუხსენით, თუმცა მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი და ვერ გააკეთებს დასკვნას და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ვრცელი საუბარი გამოგვივიდა, ისტორიაც მოვყევით, როგორ ხდებოდა ყველაფერი – საქმის კურსში ჩავაყენე.
მოპასუხე მხარეს გუშინ “კურიერში“ ვუსმინე, როგორ ვთქვა – მე პრეტენზია მაქვს “რუსთავი 2“-ზე. ბოლოს ერთი დასკვნა გავაკეთე და ფეისბუქის ჩემს გვერდზე დავწერე, რომ ტყუილში მართალს არ ურევენ“, – განაცხადა ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები