ქიბარ ხალვაში გიორგი მარგველაშვილს სასამართლო პროცესის მონიტორინგს სთხოვს

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მან თხოვნით მიმართა გიორგი მარგველაშვილს, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგი დააწესოს, რადგან სასამართლოზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლა ხდება.
როგორც ხალვაშმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან საქართველოს პრეზიდენტს “რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები გააცნო. პრეზიდნეტმა უპასუხა, რომ ის იურისტი არ არის და მსგავს დეტალებს ვერ ჩაეძიება.
კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ქიბარ ხლავაშის მიერ 2006 წელს ქონების დათმობა ამორალური იყო, ხალვაში აცხადებს, რომ ყველა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია და საუბარი იმის შესახებ, რომ მან იგივე ფასად გაყიდა ტელევიზია, რა ფასადაც “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისგან შეიძინა, არასწორია.
ქიბარ ხალვაშისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ერთ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები