კახეთის გზატკეცილზე დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები, გუშინ ღამიდან კახეთის გზატკეცილზე გამავალ 600 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია და დაგეგმილზე გაცილებით მეტ დროს ითხოვს, რადგან მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე რამდენიმე სასაწყობე ნაგებობაა დაშენებული.
სამუშაოების დასაწყებად, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სასაწყობე ნაგებობების ტერიტორიაზე ადგილის გასუფთავება, ტრანშეის გათხრა და, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობების კედლების საფუძვლიანად გამაგრება დასჭირდათ.
შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია სპეცტექნიკის სრულფასოვნად ჩართვა და ტექნიკურ პერსონალს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევს.
ამ მიზეზით, წყლის მიწოდება გუშინ ღამიდან შეწყვეტილი აქვს ვარკეთილის მესამე მასივს, კახეთის გზატკეცილს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის (ჩოლოყაშვილი), ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, 28 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან გახდება შესაძლებელი, მანამდე კი კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით აწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ აბონენტები ინფორმირებულნი არიან SMS-შეტობინების მეშვეობით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ ფეისბუქიდ გვერდსა და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ (2 93 11 11) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები