გიორგი მარგველაშვილი ქიბარ ხალვაშს ხვდება (ვიდეო)

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის თემა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესებია.
ქიბარ ხალვაში შეხვედრაზე ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა. შეხვედრაზე პრეზიდენტთან ერთად იმყოფებიან მისი მრჩეველი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე.
ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები