ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგად მეტი სარგებელი უნდა ნახოს

„სოკარი“ საქართველოს მთავარ პარტნიორთან დარჩება და „გაზპრომით“ მისი ჩანაცვლება არ იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ამასთან, აბაშიძე განმარტავს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები.
აბაშიძის თქმით, საქართველომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგად მეტი სარგებელი უნდა ნახოს.
„პარტნიორი და გაზის მომწოდებელი, როგორც არის აზერბაიჯანი და „სოკარი“, ეს ასე დარჩება, ეს არის იმის 80-90%, რაც საქართველში შემოდის. რაღაც რაოდენობა შემოდის ტრანზიტის სახით და ახლა საუბარია, რომ რუსეთიდან სომხეთში ეს ტრანზიტის რაოდენობა იზრდება და საუბარია იმაზე, რომ აქედან ჩვენც მეტი სარგებელი ვნახოთ. ეს არის მთავარი თემა და ახლა იქ რა ტარიფები და რა ტექნიკური პარამეტრებია, ამაზე, ზოგადად, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები