შს სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის პროექტი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა: არჩილ თალაკვაძემ, შალვა ხუციშვილმა და სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტი გააცნეს. ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობით და სწორად განვითარების უზრუნველყოფითაა განპირობებული.
საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წამოწყებული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები