თინათინ ხიდაშელი: უნდა იყო იდიოტი, რომ უფრო მეტი უფასო გაზი არ მოითხოვო

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენება როგორც სატრანზიტო გზა გაზისთვის, უნდა იყო იდიოტი, რომ უფრო მეტი უფასო გაზი არ მოითხოვო, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კითხვას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური და სატრანსპორტო მდებარეობა გონივრულად უნდა გამოიყენოს.
“გაზპრომთან“ დაკავშირებით, არაფერი არ ხდება. ბევრჯერ აიხსნა ეს საკითხი. კიდევ გავიმეორებ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენება, როგორც სატრანზიტო გზა გაზისთვის, რომელიც რუსეთიდან მოედინება სომხეთში და ამაში იღებ უფასო გაზს და ხვალ გეტყვის მომოწოდებელი, რომ ის აპირებს გაზარდოს გაზის მიწოდება სომხეთისთვის, უნდა იყო იდიოტი, რომ უფრო მეტი უფასო გაზი არ მოითხოვო”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები