27 ოქტომბერი
11:00
თბილისის საკრებულის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამვჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მერიასა და საკრებულოში მიმდინარე პროცესები; შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები; ბიუჯეტი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ?! მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბრიფინგს გამართავს. მინისტრი 2015 წლის რთველს შეაჯამებს და ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მის: სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მარშალ გელოვანის გამზ №6). საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
11:00
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება რუსთავი 2–ის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
11:30
ივერიონის პრესკლუბში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
E1
11:45
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება. მისამართი: სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის № 13). საკონტაქტო პირები: მარიამ სპარსიაშვილი (577 777284); ირმა ლორია (599 577600)
12:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. მისამართი: საგარეჯო, სოფელი ქეშალო; საჯარო სკოლა, პირველი ქუჩა, N8
12:00
“პირველ პრესკლუბში” დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე: სახელმწიფო გადატრიალება და კონკრეტულ გვარებს დაასახელებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრები – ჯერ ვნახოთ და მერე ავკრძალოთ; დესტაბილიზაციის საფრთხეები; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 63-ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის ღია გაკვეთილს დაესწრებიან. მისამართი: ნუცუბიძის 42. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 5 99 27 06 46
12:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
13:00
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმარტება. მისამართი: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
13:30
„მემარცხენე ალიანსი“-ს ოფისში პარტიის პოლიტიკური გუნდი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პაატა ჯიბლაძე პოლიტიკურად გააქტიურდა და მიიღო გადაწყვეტილება პარტია „მემარცხენე ალიანსთან“ ერთად გააგრძელოს უკომპრომისო ბრძოლა ქვეყნის საკეთილდღეოდ.
14:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ეწვევიან და ქართველ მწერლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
14:30
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, რეჟისორები თემურ ჩხეიძე და სანდრო მრევლიშვილი, ასევე თეატრის სხვა წარმომადგენლები, ტოვსტონოგოვის ქუჩის #9-ში, სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის – გიორგი ტოვსტონოგოვის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ – რეჟისორს წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.
E1
18:00
საქართველოში პირველი ორენოვანი ონლაინ გაზეთის “ობსერვერის” პრეზენტაცია გაიმართება. მის: სასტუმრო “ამბასადორი”