დღეს გიორგი მარგველაშვილი ქიბარ ხალვაშს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრეზიდენტსა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაადასტურეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება, თუმცა ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის თემა “რუსთავი 2″–ის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები იქნება.