ხაშური–ბორჯომის გზაზე კლდოვანი ფერდები სახიფათო ლოდებისაგან გაიწმინდა

ქვათაცვენის პრევენციის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის ხაშური–ბორჯომის მონაკვეთზე განხორციელდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მიმდებარე კლდეები (სულ 7000 კადრატული მეტრი ტერიტირია) გაიწმინდა ჩამოცვენის საფრთხის შემცველი ლოდებისაგან. აღნიშნული სამუშაოები პროფესიონალმა მთამსვლელებმა განახორციელეს.
უწყების დაკვეთით, ქვეყნის ძირითად მაგისტრალებზე გზის ზედა კლდოვანი ფერდების ჩამოწმენდის სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები