„ვიკილიქსის“ გარდა შეიძლება ყოფილიყო სხვა მასალები, რომლებმაც გამოძიების დაწყების ვალდებულება წარმოშვა“

უკრაინული „ვიკილიქსის“ ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ „ვიკილიქსის“ მასალის გარდა, შეიძლება ყოფილიყო სხვა მასალები, რომლებმაც უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ვალდებულება წარმოშვა.
„სახელმწიფო სამსახურების ვალდებულებაა, რომ როდესაც დანაშაულის შემცველი მასალა გამოჩნდება, ამასთან დაკავშირებით გამოძიება ოპერატიულად დაიწყოს. ამისათვის არსებობს სამართალდამცავი უწყებები, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სხვადასხვა საიდუმლო სამსახური. ამიტომ თუ რამე იყო სერიოზული ან თუნდაც გამოგონილი, ამას ჩვენ – ყველანი გამოძიების შედეგად ვნახავთ, მაგრამ „ვიკილიქსის“ ამ მასალის გარდა შეიძლება ყოფილიყო სხვა მასალები, რომლებმაც უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ვალდებულება წარმოშვა.
როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, არსებობს ვალდებულება, რომ ეს გამოძიებული იქნას. ფაქტი ერთია, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის რაღაც ტიპის შეხვედრა, მართლაც, შედგა, ეს მათ თავად დაადასტურეს. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა იმ შეხვედრის დროს ისეთი დიალოგი, რომელიც სახელმწიფოსთვის საშიშია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები