ნინო ჯღარკავას სარჩელი კვესიტაძის გადაცემის შესაჩერებლად – „კვესიტაძე დღეს დაამთავრებს ჟურნალისტიკას“ (ვიდეო)
მე ძალიან მიჭირს ჩემი კოლეგის მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება, მაგრამ ეკა კვესიტაძე დღეს დაამთავრებს ჟურნალისტიკასთან ურთიერთობას, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.
როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ადგილი აქვს მის დისკრედიტაციას, რადგან გადაცემის ანონსში ნაჩვენები მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან გაყალბებულია.
ჯღარკავა ჟურნალისტი ეკა კვესიტაძისგან მორალური ანაზღაურებისთვის 100 000 დოლარს ითხოვს.
“ჩემი ადვოკატი მეორე სარჩელით მიმართვას სამოქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას უპრეცენდენტო შემთხვევა და ანონსის საფუძველზე, რომელიც ყალბია, გადაცემა შეჩერდეს, რადგან არ გამოიწვიოს მძიმე შედეგები. მორალური ზიანისთვის აუცილებლად მოვითხოვ 100 000 დოლარს. რაც შეეხება კვესიტაძეს, მე ძალიან მიჭირს ჩემი კოლეგის მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება, მაგრამ ეკა კვესიტაძე დღეს დაამთავრებს ჟურნალისტიკასთან ურთიერთობას. ანონსში ასევე საუბარი იყო, ეროსი კიწმარიშვილზეც, ეს რა შუაშია არ ვიცი. დიდ მადლობას გადაგიხდით ქალბატონო ეკა, თუ ეროსის მკვლელობასაც მე არ მომაწერთ“, – განაცხადა ნინო ჯღარკავამ.
ჯღარკავამ მიმოწერის სიყალბის დამამტკიცებელ გარემოებებზე ვრცლად ისაუბრა.
https://www.youtube.com/watch?v=nhKFisLKXBc