საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შეკრებილმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.
დეპუტატებმა კვაჭანტირაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, ის მუშაობის სტილის შეცვლას აპირებს.
“გეგმები უპირველესად დაკავშირებულია მუშაობის სტილის შეცვლასთან. ამაზე გარკვეულწილად გვქონდა კონსულტაციები, გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ, პროფესიონალებს, პოლიტოლოგებს. ჩამოყალიბებული მაქვს ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ, ვფიქრობ ცვლილებებს ყველა შეამჩნევს უახლოეს დღეებში”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ დავით საგანელიძე ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები