24 ოქტომბერი
10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “მრეწველი” გოგი თოფაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრეზიდენტის განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებთან და დაწყებულ კონსულტაციებთან დაკავშირებით; უმრავლესობის გადაწყვეტილება კონსულტაციებში მონაწილეობაზე; ე.წ. კასრების თემა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რატომ არ მონაწილეობენ „გაერთიანებული დემოკრატები“ პრეზიდენტთან კონსულტაციაში; სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები; „კასრების საქმე“; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00
NEW
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა სახლში საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით „მწვანე დღეები თბილისში“ დაესწრება. საკონტაქტო პირი: 577 73 31 82 რიტა ყაველაშვილი
13:00
NEW
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CCI“ ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” სადისკუსიო კლუბში ღონისძიებას გამართავს,სადაც 2003-2014 წლებში ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში მიღებული საქმეების სტატისტიკას გაასაჯაროვებს. ღონისძიებას, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598 75 77 01 მის:.მარჯანიშვილის №16, 4 კორპუსი , 1 სადარბაზო , ბინა 2ა.
16:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვებ ცერემონიას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.