23 ოქტომბერი

10:30
NEW
ექსპერტი გია ხუხაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე. ფსიქიატრების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144
11:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამი წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციას გააკეთებს. ღონისძიება გაიმართება ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის შენობაში (მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვნივ, დაგხვდებათ მიმანიშნებელი ფირნიშიც). საკონტაქტო პირი: დავით ღონღაძე 595 45 60 80
11:00
NEW
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე 2015 წლის ნატოს კვირეულის ფარგლებშიდაგეგმილ ღონისძებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. misamarTi: საქართელოს კანცელარია, მერვე სართული(ინგოროყვას ქ.7)პრესასთან საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა 577 19 14 17
11:00
NEW
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრეზიდენტის განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებთან და დაწყებულ კონსულტაციებთან დაკავშირებით; ე.წ. კასრების თემა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
E1
11:30
“ივერიონის” პრესკლუბში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ ლიბერალ დემოკრატები. მისამართი: კოსტავას 6. პირველი სადარბაზო მე-3 სართ.
12:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორი აზერ მამედოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ახლადაშენებულ გაზსადენს გახსნიან.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე რუსთავი -2-თან და მასთან დაკავშირებულ განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი და ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი რუსთავი 2-ის და გვარამიას მიმართ განხორციელებულ ზეწოლას აპროტესეტებს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
12:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე რუსთავი 2-თან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

14:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უწყების სამი წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ (III პავილიონი)
20:00
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო საღამო „გია ყანჩელი 80 წლისაა!“ გაიმართება. საღამო ორგანიზებულია ფონდ ,,ავტოგრაფისა” და რუსთაველის თეატრის მიერ ერთობლივად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები