22 ოქტომბერი

10:30
„ქართული ოცნების“ კანდიდატი საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში თამარ ხიდაშელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საარჩევნო კამპანია, პრობლემები და არჩევნების მოსალოდნელი შედეგები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ ადამაშვილი თურქეთის მხარის წარმომადგენელთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაყალბებული ბეჭდითა და ხელმოწერით, არალეგალურად, სამგზავრო ავტობუსები როგორ კვეთენ სარფის საბაჟო პუნქტს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
პრესკონფერენციას, რომელიც კულტურის სამინისტროში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართება, გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე, კონკურსის ორგანიზატორი მაშო სამადაშვილი და კონკურსის მხარდამჭერი ფარმაცევტული კომპანია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა ჯავახიშვილი.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადენლები: ლაშა გიორგაძე და ნათია გურული უკანონოდ ქონებაჩამორთმეულ საქმეებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
“პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს. თემა: 2016 წლის ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
13:00
საქართველოს ეროვნული ბანკი და „შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პეკინის N23 მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგს გამართავს. თემა: პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა.
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოში მოქმეd საერთაშრისო ორგანიზაციებს შეხვდებიან.
15:00
ქუთაისის N 1 საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე – 577 500 935.
16:00
“ადამიანის უფლებათა სახლი – თბილისი”-ს საკონფერენციო დარბაზში „კოალიცია თანასწორობისთვის“ მრგვალ მაგიდას თემაზე:”სასამართლოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით“ გამართავს. მის: (მის: მ. ქანთარიას 11ა, ყოფილი გაგარინის მე-2 ჩიხი)

17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: ვარკეთილის მე-3 და მე-4 მკ/რ-ს შორის მიმდებარე ტერიტორია(ეზიდური სახლი).
17:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კონსერვატორიის, „ნიჭიერთა ათწლედი“-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდება და საჩუქრად თბილისის მე-18 ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები