21 ოქტომბერი

“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ ანალიტიკოსი, სალომე გოგლიძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს პრეზიდენტს უვადო პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედროს შეწყალებისთვის მიმართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
NEW
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები:ე.წ. კასრების საქმე და წამების ამსახველი ვიდეოკადრები; რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომთან დაკავშირებით; რეფენდუმი „ცხინვალის რეგიონში“; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
NEW
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 3 წლის ანგარიშის წარდგენა მოხდება ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში.
11:30
NEW
“პირველ პრესკლუბში “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავიტაია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:30
NEW
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თიბილოვის განცხადების (რეფერენდუმთან დაკავშირებით) კავშირი რუსეთთან; ე.წ. კასრების საქმე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
12:00
კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, მისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნის.
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე თსუ მუზეუმს მამია და ქრისტინე ბერიშვილების საოჯახო არქივი გადმოეცემა.
19:00
თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, ვანო აბულაძის საზოგადოებისთვის უცნობი პოპარტი, „თეთრი ციებ-ცხელება“ გაიხსნება! მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები