არჩილ თალაკვაძე: ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე უკრაინული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს ეხმაურება. როგორც თალაკვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ჩანაწერებმა, რომელიც ინტერნეტმედიით გასაჯაროვდა, კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ე.წ. ციხის კადრები არათუ დადგმული, არამედ მცირედია იმ საშინელების, რაც ადამიანების წინააღმდეგ ხდებოდა.

მისივე თქმით, საუბედუროდ, ეს არ იყო მხოლოდ ციხეების პრობლემა – ადამიანებს აწამებდნენ სახლში, ოფისში და ეზოშიც.

“როცა ადამიანის წამებაა სასწორის ერთ მხარეს, მეორე მხარეს აღარაფრის დადებას აზრი აღარ აქვს. ჩანაწერებმა, რომელიც ინტერნეტმედიით გასაჯაროვდა, კიდევ უფრო ნათელი გახადა ორი რამ: 1. ე.წ. “ციხის კადრები” არათუ დადგმული, არამედ მცირედია იმ საშინელების, რაც ადამიანების წინააღმდეგ ხდებოდა 2. საუბედუროდ, ეს არ იყო მხოლოდ ციხეების პრობლემა – ადამიანებს აწამებდნენ სახლში, ოფისში და ეზოშიც“,- წერს არჩილ თალაკვაძე და ვიდეოს ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, ყველამ უნდა ნახოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები