საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფედერიკა მოგერინი ჩამოვა

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით 9-10 ნოემბერს, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ჩამოვა. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ მიაწოდა. ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ დეტალები უცნობია. პარლამენტის ორი კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგელებს უსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები