რა პრობლემები დახვდა ლევან კობიაშვილს ფედერაციაში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მას ფედერაციაში დახვა – სხვადასხვა ნაკრების ეკიპირებაა. ფედერაციაში არსებული ვითარების შესახებ კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მომდევნო დღეებში უნგრეთში 17 წლამდე ეროვნული ნაკრები მიემგზავრება. ასევე უცხოეთში სათამაშოდ მიდის ფუტსალის ეროვნული ნაკრები და ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელთაც სათამაშო ფორმა არ ჰქონდათ. ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ეს ნაკრებები, ისევე როგორც ყველა ნაკრები, ეკიპირებით უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე პრობლემებია რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც კონტრაქტორებთან ასევე არსებობს დავალიანება.
“რუსთავში შენდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა გაჩერებულია, რადგან კონტრაქტორებთან სერიოზული დავალიანებებია. გაკეთებულია იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე თანხაა დაფარული. ამ აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც. მთლიანობაში 50%-მდე სამუშაოც კი არ არის შესრულებული”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს. ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები