თავდაცვის სამინისტრომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებისთვის საბრძოლო ტექნიკა გამოყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მე-8 სეზონის პირველი სერიის გადაღებისთვის საბრძოლო ტექნიკა გამოყო. ამის შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზე 12 ოქტომბრის განკარგულება გამოქვეყნდა შპს “ფორმულა პროესკო ფროდაქშენის” მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
„დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ “ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის” სათანადო დახმარების გაწევა 2 301 ლარის სანაცვლოდ განახორციელა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ “ფორმულა პროესკო ფროდაქშენი” უზრუნველყო შემდეგი ტექნიკით: ტანკი – 1 ცალი, ავრომანქანა “კრაზი” – 2 ცალი, ტოიოტა “ჰაილუქსი” – 1 ცალი, საველე ფორმა, ტროტილი (პლასტიდი PHF-89) – 1 ცალი, კაფსულა დეტანატორის კდ-8 – 70 ცალი, საკვამლე კოჭები და ფუჭი ვაზნები“,- აღნიშნულია ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები