„პოზიციამ“ და ქუჩის მუსიკოსებმა სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელაში“ მორიგი ღონისძიება გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ წარმომადგენლები დღეს სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელაში” იმყოფებოდნენ.
„პოზიციის” აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა ცენტრში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა, ქუჩის მუსიკოსებმა: შოთა ადამაშვილმა და ოთო კაკულიამ კი ცენტრში მოზარდებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ „პოზიციის“ პარტნიორები და უცხოელი კოლეგები, მათ შორის ამსტერდამის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო პროექტების მენეჯერი მარკეტინგული კვლევის მიმართულებით, ცნობილი ჰოლანდიელი ექსპერტი კლარენს ვან დერ პუტი, პოლონელი მოდელი, აგატა ზიარეკი ტურისტული კომპანიის, „ალ-მუსას“ ხელმძღვანელი მაჰმუდ მეიტი, აზერბაიჯანული ტელევიზიის ANS TV -ის ჟურნალისტი ილკინ ჰასანოვი, ასევე სასწავლო ცენტრ „ვისტას“ დირექტორი ია კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები