ირაკლი ღარიბაშვილი ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანიის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Jindal Steel and Power-ის დირექტორს მანიშ ხარბანდას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power მოღვაწეობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასადა ახლო აღმოსავლეთში.
2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს15 ათასამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები