ნინო გიორგობიანი სუს-ის სახელით თაღლითობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება – „თავი ალბათ ძალიან ჭკვიანი ეგონა“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი სუს-ის სახელით თაღლითობის მცდელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც გიორგობიანი წერს, ბრალდებულს თავი ჭკვიანი ეგონა, თუმცა ის ვერ გათვალა, რომ სუს-ის თანამშრომლები პროფესიონალები არიან.
„გამოიგონა სუსის თანამშრომლის სახელი და თანამდებობა, გამოიგონა რაღაც არარსებული სისხლის სამართლის საქმე და ბიზნესმენს ფულს სძალავდა, თავი ალბათ ძალიან ჭკვიანი ეგონა, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალა, რომ ჩვენი თანამშრომლები პროფესიონალები არიან!“ – წერს გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები