თეიმურაზ მურღულია და ჯონ სკანლონი თბილისის ზოოლოგიურ პარკში იმყოფებოდნენ
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ჯონ სკანლონი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოლოგიურ პარკში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ზოოპარკის ბინადართა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს CITES კონვენციით დაცულ სახეობას. ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.