გორის გვირაბში დღეს მოძრაობა შეიზღუდება

გორის გვირაბში დღეს მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (ხაშური-თბილისის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრომექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 20 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარცხენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე, ხოლო თბილისი-ხაშურის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არსებულ რეჟიმში, მარჯვენა გვირაბის გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები