20 ოქტომბერი
09:00
NEW
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვიქტორ მუჟენკო ესტუმრება. უკრაინელ სტუმარს ქართველი კოლეგა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალ კვინიტაძის 20 (სანაპიროს მხრიდან)
10:30
არასამთავრობო ორგანიზაციის – „პოზიცია“ აღმსარულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს თუ რამდენად ენდობა საქართველოს მოსახლეობა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “კავშირი მიგრაციასა და განვითარებას შორის”.
11:00
კულტურის სამინისტროში ჩატარდება პოლონურ-ქართული სემინარი, კულტურის სფეროს ინსტიტუტების სტრუქტურის, მენეჯმენტისა და ფინანსირების შესახებ. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის.
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
E1
11:00
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00
NEW
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიშს წარუდგენს.
11:00
NEW
თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა
11:30
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ე.წ. კასრების საქმე და წამების ამსახველი ვიდეოკადრები; რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
NEW
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
12:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უვადო მსჯავრდებულთა დისკრიმინაციული მდგომარეობა ამნისტიის კანონთან მიმართებაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ერთერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი არჩილ ბენიძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით საპროტესტო წერილს გაუგზავნის ამ ორგანიზაციის პარტნიორებსა და დამფინანსებლებს. საკონტაქტო პირი პრესსამსახურის უფროსი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში (გამგეობის შენობასთან) ახლადაშენებულ გაზსადენს გახსნიან. საკონტაქტო პირი: მეგი ალანია 591 10 03 55
13:00
„პირველ პრესკლუბში“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რუსთავი 2; კასრების კადრები; ცვლილებები პროკურატურის რეფორმაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
14:00
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის შესახებ. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და CinéDOC-Tbilisi-ს დირექტორი არჩილ ხეთაგური გაუძღვებიან.
14:00
NEW
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
17:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, დარემის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, მამა ანდრია (ენდრიუ) ლაუთს უმასპინძლებს.