გურჯაანში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქციაზე პარტიის აკრძალვა მოითხოვეს

“ქართული ოცნების” აქტივისტებმა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა და საჯარო სექტორში დასაქმებულებმა გურჯაანში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც უნდა აიკრძალოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუდმივად აწამებდნენ ადამიანებს როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სასურველი ჩვენების მისაღებად. აქცია უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულმა წამების ამსახველმა ვიდეოკადრებმა განაპირობა.
აქციის მონაწილეებმა წითელი ლენტი გაავლეს ნაციონალების ოფისის შესასვლელთან, წარწერით: “ლიკვიდირებულია”.
თელავის საკრებულოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლევან კოჭლოშვილმა კი, თანამოაზრეებთან ერთად პარტიის შესასვლელი კარი აჭედა. აქციის დროს პარტიის ოფისში არავინ იყო. ადგილზე არც პოლიცია იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები