ირაკლი შოთაძე აბსურდად მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს პროკურატურა მოსამართლე ურთმელიძეზე დედის ფაქტორით ზემოქმედებს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე აბსურდს უწოდებს მოსაზრებას, რომ პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე დედის ფაქტორით ზემოქმედებს, – ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. “იმის მტკიცება, რომ საქართველოს პროკურატურა მოსამართლეზე 75 წლის ქალბატონით ახდენს რაღაც ზემოქმედებას, რომელსაც ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე მოუვიდა შეხლა-შემოხლა თავის სიძესთან, რასაც შედეგად მოჰყვა დანაშაულის ჩადენა, არის აბსურდი და სრული სიცრუე. ამის მტკიცების მიზანი იყო, მოეხდინათ პროკურატურის დისკრედიტაცია და როგორმე ჩაერთოთ იმ დავაში, რომელიც მიმდინარეობს კერძო სუბიექტებს, კერძოდ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და “რუსთავი 2″-ის დღევანდელ დამფუძნებლებს შორის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები