ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტების შემოღებას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერების პროგრამა წლის განმავლობაში დაიწყება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ელექტრონული რეცეპტების დანერგვა იქნება.
“სამედიცინო ჩანაწერების პროგრამა დაიწყება წლის განმავლობაში. პირველი ნაბიჯები ელექტრონული რეცეპტების დანერგვის მხრივ გადაიდგმება. ასევე იქნება სამედიცინო ისტორიები, რაც ექიმებისა და პაციენტებისთვის დიდ კომფორტს შექმნის. ეს სისტემას მისცემს გამჭვირვალე, ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის შესაძლებლობას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები