თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნა მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნა მიიღო. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის ყველა მოადგილე, აგრეთვე, ელჩის მრჩეველი სტეფანო იურატე რამოსკიენე.
თეა წულუკიანი ლიტვის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ელჩს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.
გიედრიუს პუოდზიუნა ლიტვის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები