16 ოქტომბერი
10:30
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მის ბაზაზე დაარსებული ,,ოფენ ნეტი” პრეზენტაციას აწყობს. მის: სასტუმრო ვერე პალასი.
10:30
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე და აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა დავითაია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საქართველოში ვიზიტი და აგვისტოს ომის გამოძიება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელი ლევან ვასაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
11:00
“პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს. თემები: აბრეშუმის გზის ფორუმი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“ გაიხსნება. ფესტივალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე ოფიციალურად გახსნიან.
E1
11:00
თბილისი ივენთ ჰოლში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი” 2015 გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური დაესწრება.
11:00
„ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ხელმძრვანელი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა; ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საქართველოში ვიზიტი და აგვისტოს ომის გამოძიება; მიდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 4000 კონტეინერული ნერგი დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მიიღებენ. საკონტაქტო პირი : ლანა ქარდავა 577 15 85 72
11:30
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: სირიის კონფლიქტი, ჰააგის სასამართლოს დაინტერესება 2008 წლის აგვისტოს ომით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ლაშა ციბაძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარტვილსა და საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის ემზადება. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დევნილთა პარტიის“ თავჯდომარე ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს. თემა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“ მინისტრის, სოზარ სუბარის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებული ანგარიშის შეფასება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს და თბილისის მერს კონკრეტული საქმის დეტალების გასაჯაროებისაკენ მოუწოდებს: “დაგვასწროს და გაასაჯაროვოს კონკრეტული თანხები, რას მოხმარდა ათეულობით მილიონი დოლარი და როგორ მოხდა დანაშაულებრივი სქემის განხორციელება.” მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„2030“-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობა და სიკეთეები ჩვენი ქვეყნისთვის. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:30
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში „ნაციონალურმოძრაობას“ აგენტურა ჰყავს.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ხელმძღვანელი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: არაკონკურენტული წინასაარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევები. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
14:00
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ქეთი დოლიძე, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
15:00
საქართველოს რეგიონებში, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, საკრებულოს შენობა.
17:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში წიგნის – ,,თხზულებანი“ პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება.
17:00
ეროვნულ გალერეაში გაიხსნება თურქი ფოტოჟურნალისტის, მაგნუმის ყოფილი წევრის და ამერიკის ჟურნალების ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლის არა გულერის ფოტოგამოფენა.
17:00
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი და ჯონათან კააცი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, საქპატენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავენ. მისამართი: მცხეთა, ანტიოქიის ქ.#5, საქპატენტის სათაო ოფისი. საკონტაქტო პირი: მარიკა ლაცაბიძე +995 599 728801
17 ოქტომბერი
10:30
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ამა წლის აგვისტო–სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. მისამართი: სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“, მ. კოსტავას #14.
12:00
საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით სასტურმო „ჰოლიდეი ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა – კონფერენცია „უსაფრთხო ანესთეზიის საკითხები” გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სფეროში მომუშავე სპეციალისტები დაესწრებიან.
14:00
“რუსთაველის თეატრში” ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერ სახელმწიფოს” ქალთა მეორე საერთაშორისო კონგრესს გამართავს.თემა:შემოდგომის საქართველო შეუდარებელია!ტელეფონი:599 252 222 ლალი მოროშკინა