მანანა კობახიძე: არავითარი „რუსთავი 2“-ის თემა სტრასბურგში არ განიხილებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს for.ge-სთან ეხმაურება და აცხადებს, რომ სტრასბურგში, სადაც კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები კითხვაც კი არ დასმულა ამ საკითხზე.
„არავითარი „რუსთავი 2“-ის თემა სტრასბურგში არ განიხილებოდა. პირიქით, ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოში მედია გარემო არის გაუმჯობესებული. სხვათა შორის გუშინ შევხვდი ევროსაბჭოს დელეგაციას, ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ და მათ კითხვაც კი არ დაუსვამთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. თუ სადმე დასვეს ეს საკითხი, მათ მიიღეს პასუხი, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა და, რომ სახელმწიფო ამ დავაში არ ერევა. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ“, – აცხადებს გამოცემასთან საუბრისას მანანა კობახიძე.